viwyebT
Thursday, March 1, 2018
Wednesday, February 7, 2018
საწრეო მუშაობა
სახელოვნებო წრის დახასიათება
სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლაში ხელოვნების მოყვარულ მოსწავლეთათვის სეიქმნა სახელოვნებო წრე , რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები.
სახელოვნებო წრის სახელწოდება ,,ნეკა". წრე იმუშავებს კვირაში ერთხელ პარასკევ დღეს.მუშაობის ხანგრძლივობა 1 საათია.
საწრეო მუშაობის მიზანია: ქართული მხატვრობის,მისი წარსული და თანამედროვე ეტაპების გაცნობა. მოსწავლეებში ჰარმონიული განვითარებისათვის ხელის შეწყობა, შემოქმედებითი აქტივობისა და ანალიზის უნარების გაღვივება, ხელოვნების ნიმუშების ამოცნობის, აღქმის, შეფასების, ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოძიების , ურთიერთშედარებისა და პრეზენტაციის უნარების ამაღლება.
საწრეო მუშაობის პროცესში მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნას ქართული კულტურისა და ხელოვნების სესახებ.გაეცნობიან ქართული ხელოვნების ეტაპებს მათ თავისებურებებს, გამართავენ მსჯელობასა და დისკუსიას, შემეცნებით თამაშებს, დაწერენ ესეებს, შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს.
წრის-- ,,ნეკას "-- სამუშაო პროგრამა
N
|
თემის დასახელება
|
ჩატარების დრო
|
1.
|
ადრექრისტიანული ხანის მხატვრობა(IV-VIII სს.)
. ბიჭვინთისა და წრომის
მოზაიკები.
. ტაძრის ინტერიერი
|
|
2.
|
გარდამავალი ხანის მხატვრობა (VIII-IX სს.)
. დავით-გარეჯის სკოლა
. ტაო-კლარჯეთის სკოლა.
. სვანეთის სკოლა.
|
|
3.
|
განვითარებული (X-XIII ) შუა საუკუნეების და გვიანი შუა საუკუნეების (XIII-XVIII ) ქართული
მხატვრობა.
|
|
4.
|
,, ვბაძავთ წინაპრებს“-- ნამუშევრების შექმნა. პრეზენტაცია.
|
|
5.
|
ახალი ქართული მხატვრობა
|
|
6.
|
XIX
საუკუნის ქართული მხატვრობა.
|
|
7 .
|
XX
საუკუნის ქართული მხატვრობა.
|
|
8.
|
ესეების პრეზენტაცია
|
|
9.
|
ინტელექტუალური თამაშები კროსვორდების შედგენა -შევსება
|
|
10.
|
ექსკურსიის მოწყობა დავით კაკაბაძის სახლ-მუზეუმში(სოფ.კუხი)
|
Subscribe to:
Posts (Atom)