1. პროექტის სახელწოდება: ქართული კულტურის ძეგლები იმერეთში.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:საქაართველოში, სადაც უნდა ცხოვრობდე- სოფლად თუ ქალაქად, მთასა თუ ბარში სხვადასხვა დროის ხელოვნების ნიმუშთა გარემოცვაში ხარ. ეკლესია-მონასტრები თუ ციხე-სიმაგრეები ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეშია მიმოფანტული. მათი გაცნობა-შესწავლა ხელს შეუწყობს მომავალი თაობების დაინტერესებას ქართული ხელოვნებითა და მდიდარი ისტორიული წარსულით.
3. პროექტის აქტუალობა: მოძიებული მასალებით ცოდნის შეძენა-გაღრმავება, ხელოვნების ნიმუშებზე დაკვირვებისა და დამახსოვრების უნარის განვითარება. მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ერთიანობაში აღქმას,დაინტერესდება ხელოვნებით, განუვითარდება აზროვნების, წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი. პროექტში მონაწილენი საკუთარი ხელით შექმნიან რესურსს (რუკები, ჩანახატები,ფოტოები,ვიდეო მასალა, ინტერნეტში განთავსება),რაც ხელს შეუწყობს რეგიონის კულტურული ძეგლების უკეთ გაცნობას. ამ პროექტს ხელოვნების, შემოქმედების სამყაროში შეჰყავს მოსწავლე და უბიძგებს მას საკუთარი შემოქმედებითი აქტივობისაკენ. პროექტის განხორციელებისას მოხდება მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება. განუბითარდებათ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობის უნარი.
4: პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გავუღვივო ინტერესი ხელოვნებისადმი, გაეცნონ კულტურის ძეგლებს, ხელოვნების ნიმუშებს, შეძლონ მცირე კვლევის ჩატარება.მოიპოვონ ინფორმაცია დამოუკიდებლად და მისი გამოყენებით შეძლონ ქართული ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების პრეზენტირება. გამოუმუშავდეთ სხვებთან აქტიური თანამშრომლობის, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღებისა და საკუთარი ფუნქციის პასუხისმგებლობით შესრულების უნარ-ჩვევა.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პრიდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოპოვებული ინფორმაციის მეშვეობით ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელთა დახმარებით პროექტის მონაწილენი ჰქმნიან იმერეთის, ხონისა და გორდის კულტურულ ძეგლთა რუკებს. ბავშვებს განუვითარდებათ კვლევითი უნარ-ჩვევა. ისწავლიან ნებისმიერი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებას. გაეცნობიან ჯგუფური მუშაობის დადებით მხარეებს. განუვითარდებათ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი. ძეგლზე ყოფნისას აფიქსირებენ არქიტექტურისა და მხატვრობის ნიმუშებს. მსჯელობენ, თუ როგორ არის გამოყენებული ხელოვნების ძირითადი ელემენტები დაპრინციპები ხასიათის, განწყობის გადმოსაცემად. იყენებენ ძირითად ტერმინოლოგიას ხელოვნების ნიმუშების აღწერისას. ერთმანეთს შეადარებენ საეკლესიო არქიტექტურის ცნობილ ძეგლებს. ი.ს.ტ-ის საშუალებით ისწავლიან ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას. მოპოვებულ ინფორმაციასა და მასალებს განათავსებენ ინტერნეტში.
სარგებელი სხვებისთვის: მოპოვებული ინფორმაცია, თვალსაჩინოება, ვიდეო მასალა გაცილებით მეტ ცოდნას შეძენს ბავშვებს. მარტივი დასაინტერესო გახდება ხელოვნების ნიმუშების შესწავლა- ამოცნობა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები; ქართული კულტურის ძეგლების ამსახველი ბეჭდური პროდუქცია; კომპიუტერი-ინტერნეტით სარგებლობა; ფოტო და ვიდეო გადამღები აპარატურა; ფორმატი, წებო, ფერადი ფანქრები და ფლომასტერები ,სამუშაო ფურცლები. მოსწავლეთა მიერ შექმნილი ვიზუალური რესურსი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
I აქტივობა;-თემის დამუშავება და ინფორმაციის მოძიება;
საგაკვეთიკო თემების გავლისა და დამუშავების შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას ; მოიძიონ ინფორმაცია იმერეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების შესახებ-ინდივიდუალურად.
II აქტივობა- ჯგუფებათ დაყოფა და დავალებების განაწილება; შევქმნი 3 ჯგუფს.
1 ჯგუფი-იმუშავებს იმერეთში არსებული კულტურული ძეგლების შესწავლაზე. შექმნიან რუკას.
2 ჯგუფი- ხონის ტერიტორიაზე და მის სოფლებში არსებული ძეგლების გაცნობა- შესწავლა.
3 ჯგუფი- ცვენი სოფლის-გორდის- ტრიტორიაზე არსებული სიძველეთა გაცნობა. რუკის შექმნა.
III აქტივობა;- ექსკურსია-გელათი, მოწამეთა, ბაგრატი,გეგუთი, ვანის ნაქალაქარი,
მოხდება ძეგლის შესწავლა-ფასადები, ინტერიერი, რელიეფი, წარწერები, კედლის მხატვრობა, ფერწერული ხატები, საეკლესიო ნივთები, საფლავის ქვები.
ჩანაწერებისა და ჩანახატების გაკეთება.ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება.
Vაქტივობა; ბლოგის შექმნა და მასალის მასზე განთავსება.
VIაქტივობა,-პროექტის შეფასება-შეჯამება.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია. გეოგრაფია. ი.ს.ტ.
რელიგია.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ლეილა ქაროსანიძე
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:leilaqarosanidze1965@gmail.com
:13. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი:leilaqarosanidze.blogspot.com