Wednesday, February 7, 2018

საწრეო მუშაობა

                                                 სახელოვნებო წრის დახასიათება

        სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ  გორდის საჯარო სკოლაში ხელოვნების მოყვარულ მოსწავლეთათვის სეიქმნა სახელოვნებო წრე , რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები.
             სახელოვნებო წრის სახელწოდება   ,,ნეკა". წრე იმუშავებს კვირაში ერთხელ პარასკევ დღეს.მუშაობის ხანგრძლივობა 1 საათია.
              საწრეო მუშაობის მიზანია: ქართული მხატვრობის,მისი წარსული და თანამედროვე ეტაპების გაცნობა. მოსწავლეებში ჰარმონიული განვითარებისათვის ხელის შეწყობა, შემოქმედებითი აქტივობისა და ანალიზის უნარების გაღვივება,  ხელოვნების ნიმუშების ამოცნობის, აღქმის, შეფასების, ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოძიების , ურთიერთშედარებისა და პრეზენტაციის უნარების ამაღლება.
                საწრეო მუშაობის პროცესში მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნას ქართული კულტურისა და ხელოვნების სესახებ.გაეცნობიან ქართული ხელოვნების ეტაპებს მათ თავისებურებებს, გამართავენ მსჯელობასა და დისკუსიას, შემეცნებით თამაშებს, დაწერენ ესეებს, შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს.
                      

                                                წრის-- ,,ნეკას "-- სამუშაო პროგრამა 

                     
                      

N
       თემის დასახელება
ჩატარების დრო
1.
ადრექრისტიანული ხანის მხატვრობა(IV-VIII სს.)
     . ბიჭვინთისა და წრომის მოზაიკები.
     .  ტაძრის ინტერიერი

2.
გარდამავალი ხანის მხატვრობა (VIII-IX სს.)
  . დავით-გარეჯის სკოლა
  . ტაო-კლარჯეთის სკოლა.
  . სვანეთის სკოლა.


3.
განვითარებული  (X-XIII )  შუა საუკუნეების და გვიანი შუა საუკუნეების  (XIII-XVIII ) ქართული მხატვრობა.

4.
,, ვბაძავთ წინაპრებს“-- ნამუშევრების შექმნა. პრეზენტაცია.

5.
ახალი ქართული მხატვრობა

6.
XIX საუკუნის  ქართული მხატვრობა.

7 .
XX საუკუნის ქართული მხატვრობა.

8.
ესეების პრეზენტაცია

9.
ინტელექტუალური თამაშები კროსვორდების შედგენა -შევსება

10.
ექსკურსიის მოწყობა დავით კაკაბაძის სახლ-მუზეუმში(სოფ.კუხი)

Wednesday, April 6, 2016

ტრენინგის მე-9 -ე დღე.

ტრენინგის -"პროექტებით სწავლება  და ისტ-ის გამოყენება"- ბოლო შეხვედრის  განსახილველი საკითხები იყო.

   1. საკუთარი პროექტების წარდგენა.
   2. პროექტის შაბლონის  გადმოწერა.
 3. ვოდეო-გაკვეთილების გვერდის გაცნობა.
  4. ტრენინგის შეჯამება და სამომავლო  ღონისიებების დაგეგმვა

როგორც ყოველთვის, დღესაც  საქმიანი და საინტერესო სწავლება გვქონდა.

 დიდი მადლობა   ტრენერს.

სასწავლო პროექტი

Sunday, March 27, 2016

ტრენინგის მე-7-ე დღე


დღეს გავეცანით და განვიხილეთ შემდეგი საკითხები;

    1. პროექტის შეფასების სხვადასხვა ფორმების განხილვა და მათზე მუშაობა.
   2. პროექტის გეგმის შევსება.
  3. პროექტის მსვლელობის  აღწერა..


 დღევანდელი სწავლებაც, როგორც  სხვა  დანარჩენი მეცადინეობები,.    ძალიან შინაარსიანი და ნაყოფიერი იყო. მომეწონა  შეფასების სხვადასხვა ფორმების შესახებ საუბარი და მსჯელობა.

       დიდი მადლობა ტრენერს საინტერესო  ლექციისათვის.

Saturday, March 26, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ტრენინგზე განვიხილეთ შემდეგი საკითხები:

1. სურათების მოძიება და შენახვა ინტერნეტში.
2. ინტერნეტ-რესურსების შესაბამისი მისამართების შენახვა პროექტში.
3.ბლოგზე მუშაობა და  ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა
     ა. დიზაინის შერჩევა.
   ბ.გვერდების დამატება.
   გ.სხვადასხვა დამატებითი პროგრამების გაცნობა.


საინტერესო იყო ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის  შესახებ ინფორმაციის მიღება.
 რესურსების მოძიებისა და  შენახვა-განთავსების პროცესის  შესწავლა.ყოველივე ეს
ყოველდღიურად გამოსაყენებელი თემებია.
           მადლობა ტრენერს!

Monday, March 21, 2016

ტრენინგის მე-5 დღე
1.პრეზენტაცია საავტორო უფლებების შესახებ
2.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ნიმუშების შექმნა
3. პრეზენტაციის ბუკლეტის და გაზეთის შაბლონის მომზადება
4. პრეზენტაციის მომზადება მოსწავლის როლში.
5.პროექტის მიმდინარე აქტივობების შეტანა გეგმაში


ტრენინგის საკითხები საინტერესო და პრაქტიკულად გამოყენებადია,ტრენერი შინაარსიანად გვიხსნის და პრაქტიკულ სამუშაოებს ეფექტურად ვაკეტებთ.მადლობა ტრენერს.